მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამა eTwinning plus-ის მონაწილე მასწავლებლებისთვის კონფერენცია - „ციფრული მოქალაქეობა და eTwinning-ი“ გაიმართა. კონფერენცია ეძღვნებოდა ციფრულ სამყაროში ჩვენი უფლებებისა და მოვალეობების გააზრებას და ციფრული მოქალაქეობრივი ცნობიერების განვითარებას eTwinning-ის მეშვეობით.
კონფერენციის ფარგლებში, პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მასწავლებლებისთვის შეთავაზებული იყო სხვადასხვა ტიპის ვორქშოფები ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენების, ონლაინ უსაფრთხოების, საავტორო უფლებების საკითხებზე, რომელთა ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენება ციფრული მოქალაქის ძირითად მოვალეობას წარმოადგენს.
კონფერენციის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, გაეცნოთ კოლეგები, ჩამოეყალიბებინათ საერთო ინტერესები, ხედვა და ახალი საპროექტო იდეები. კონფერენციაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან 90 მასწავლებელი მონაწილეობდა.




Комментариев нет:
Отправить комментарий