ელექტრონული რესურსები









eTwinningPlus 25 მაისი 2016 წელი

ევროპისა და მისი მეზობელი ქვეყნების სკოლების თანამშრომლობის ხელშესაწყობად შექმნილი ონლაინ პლათფორმაა, სადაც მასწავლებლებს, სკოლის დირექციას, ბიბლიოთეკარებს, სკოლაში მომუშავე ნებისმიერ პერსონალს ერთმანეთთან დაკავშირება, თანამშრომლობა, იდეების გაზიარება და სასწავლო პროექტების განხორციელება შეუძლიათ. პროგრამა საშუალებას გაძლევს ევროპის მაშტაბით ყველაზე ცოცხალ და საინტერესო საგანმანათლებლო ქსელში ჩაერთო.
25 მაისს კონკურსის შედეგად შერჩეული პედაგოგები სამუშაო ვიზიტით ვიმყოფებოდით კონფერენციაზე მასწავლებელთა პროფესიული განათლების ეროვნულ ცენტრში. 
















17-18 ივნისი 2016 წელი
 გავიარე ზუგდიდის
 N1საჯარო სკოლაში ტრენინგი, ტრენერი ეკა ცხადაია.







CENN  ფოტოსინთეზი 2016

ფოტოკონკურსი ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, ,,ტყის მდგრადი მართვა საქართველოში’’ პროექტის ფარგლებში ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის ფინანსური მხარდაჭერით.
22 დეკემბერს კონკურსი „ფოტოსინთეზი2016“-ის ფარგლებში გაიხსნა მე-10 კლასის მოსწავლის ლანა ჯგუბურიასა და მე-12 კლასის
მოსწავლის გიზო სამურკასოვის ფოტო ნამუშევრების გამოფენა.
ინიციატივა ხორციელდება "ტყის მდგრადი მართვა საქართველოში, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის(ADC) ფინანსური მხარდაჭერით.
შეირჩა საუკეთესო ფოტოები და სკოლაში მოეწყო სტენდი. გამოფენაზე წარმოდგენილ იქნა კოლხეთის ეროვნულ პარკში ორდღიანი ფოტოტურის ამსახველი ფოტომასალები. პროექტის მნიშვნელობაზე და მოსწავლეთა ჩართულობაზე ეკოსაგანმანათლებლო აქტივობებში პრეზენტაცია გააკეთა გამოფენის ორგანიზატორმა ქალბატონმა მარინა მიმინოშვილმა. 

28 თებერვალს ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში გაიმართა რეგიონული ფოტოგამოფენა სასკოლო კონკურს ,,ფოტო სინთეზში’’ მონაწილე სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აფხაზეთის სკოლების მოსწავლეებისათვის.


ფოტოკონკურსის ორგანიზატორია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, საქართველოს განთლებისა და მეცნიერების სამინისტრო და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო.


ჩვენი სკოლიდან გამოფენას ესწრებოდა მე-12 კლასის მოსწავლე გიზო სამურკასოვი. როგორც ნახევარფინალისტი დაჯილდოვდა სერთიფიკატით და სამახსოვრო საჩუქრებით.





საგაზაფხულო კონფერენცია ამერიკული აკადემია
 23-24 აპრილი 2016
 


წიგნის სახლი ”ლიგამუსი” 13 ნოემბერი 2016 წელი

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, 13 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” გაიმართა ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელში გაწევრიანებული მოსწავლეების კონფერენცია. კონფერენციაზე მოსწავლეებმა წარადგინეს თავიანთ სკოლაში განხორციელებული პროექტები და მიმდინარე კვლევების შედეგები. კონფერენციაზე საინტერესო პრეზენტაცია გააკეთა მე-4 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ ვინარი არზიანმა, ხელმძღვანელი მარინა მიმინოშვილი.

 


 მასწავლებელთა მესამე ეროვნული კონფერენცია "საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში", თბილისი, 14 ოქტომბერი, 2015


მასწავლებელთა მე-2 ეროვნული კონფერენციის "საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში" გამარჯვებულ მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონიალი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში, თბილისი, 29 დეკემბერი, 2014 წელი... 

ევროკავშირის მათემატიკური კონკურსი "Le-Math"-"ვუერთდებით ევროპას" საქალაქო კონკურსი

 "Math-Theater" V კლასი



წყალტუბო 2014. მასწავლებელთა მეორე ეროვნული კონფერენცია, 15,16,17 დეკემბერი


 ქ.ფოთი,  28.02.2015





ჩემი გზა... ნიკო კეცხოველის კვალდაკვალ... ანასეული...19 ივნისი, 2015...
 ჩაქვი...მტირალას ეროვნული პარკი...


ბახვი 2015


 "Le-math- ვუერთდებით ევროპას"
მასწავლებელთა რეგიონალური კონფერენცია-ამერიკული აკადემია

7 комментариев: