ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი "მეცნიერება სახალისოა..."
2019 წლის 28 სექტემბერს ვაკის პარკში გაიმართა სამეცნიერო პიკნიკი "მეცნიერება სახალისოა", რომელშიც მონაწილეობა მიიღო ჩვენი სკოლის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის წევრებმა და წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები....მინდა მადლობა გამოვხატო მონაწილე მოსწავლეებისადმი მონდომებისათვის, გაწეული შრომისათვის, წარმატებული პრეზენტაციისათვის: მარიამ კაჭარავა, გენრიეტა სირაძე, მარიამ გობრონიძე, ნია დილანიანი, ანანო ალანია, ელიზავეტა გონჩაროვა, ვიქტორია კილასონია, ანასტასია მინასოვა, დაიანა ბეზგოტკოვა, თეო შარტავა, ინა ფილიპია, ნინო რუბენია, მილენა წულაია, ამიკო ჭარაია, ალიკ კოზირევი, ილია მინდიაშვილი...

"მასწავლებლის პროფესიული დღე..."
07.10.2019.
ფოთის საზღვაო ნავსადგური მასწავლებელთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე უკვე მერვე წელია მონაწილეობს. ამჯერად პროფესიულ დღეს სოციალურ აქტივობებში, ინკლუზიურ განათლებაში, გარემოს დაცვასა და STEM მიმართულებაში გამორჩეული მასწავლებლები დავაჯილდოვეთ. ყველა პედაგოგს გილოცავთ ამ დღეს და მადლობას გიხდით ძალისხმევისთვის!

"ერთად ვიზრუნოთ გარემოზე, რომელშიც ჩვენ
ვცხოვრობთ, ვინაიდან გარემოზე ზრუნვა საკუთარ
სიცოცხლეზე ზრუნვაა..."
2019 წლის 28 ოქტომბერს, შავი ზღვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ჩავატარეთ სანაპირო ზოლის დასუფთავების აქცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საჯარო და კერძო სკოლების,აკ.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვაო ფაკულტეტის 400-მდე ახალგაზრდამ, პედაგოგებმა და მშობლებმა.. აქციამ მოიცვა სამი ლოკაცია: მალთაყვის სანაპირო ზოლი N1, N2, N3, N7, შპს,,ფოთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა, მხარდამჭერი კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის თანამშრომლები ხათუნა ქაცარავა, მანანა ჩიქოვანი, გიგი ხომერიკი, ემზარ მალანია, დათა ღვინჯილია.
მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრის ეკოლოგიის მიმართულების სპეციალისტი დარეჯან ყიფიანი.
კუნძულის უბნის სანაპირო ზოლი: N4 ,N5 , N15 , შპს გიმნაზია, აკ.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვაო ფაკულტეტი.
ნაბადის სანაპირო ზოლი- N6, N8, N11 საჯარო სკოლა, მხარდამჭერი კორპორაცია ფოთის ნავსადგური.
აქციის მხარდამჭერები ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერია, იმერეთის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“, კორპორაცია ქ. ფოთის ნავსადგური, კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია.
უღრმესი მადლობა ყველა სკოლის მოსწავლეს, მათ პედაგოგებს, მშობლებს, სკოლის ადმინისტრაციას თანამშრომლობისათვის და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისათვის. უღრმესი მადლობა მხარდამჭერ ორგანიზაციებს, იმერეთის სამეცნიერო კავშირ „სპექტრს“ და კორპორაცია ფოთის ნავსადგურს, რომლებმაც აქციის მონაწილეები უზრუნველყვეს ხელთათმანებით და ნაგვის პარკებით, ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას, რომელმაც ორგანიზებულად უზრუნველყო შეგროვილი ნაგვის გატანა.
აქციაში ჩართული სკოლები : N1 საჯარო სკოლა- ხელმძღვანელი ქეთევან გერსამია. N2 საჯარო სკოლა- მირანდა შამანაძე, N3 საჯარო-ნინო კაკულია, N4 საჯარო სკოლა-ლია ალანია, მარინა მიმინოშვილი, N5 საჯარო სკოლა-მაკა კვარაცხელია, N6 საჯარო სკოლა- ხათუნა გვათუა, N7 საჯარო სკოლა-ლელა ხორავა, ინგა შენგელია, N8 საჯარო სკოლა- ელზა გობეჩია, ირინა არზიანი, მზია ლუკავა, ნაზი ჟღენტი, დალი კუკავა, შორენა ცომაია, N11 საჯარო სკოლა-ირმა ცომაია, N12 საჯარო სკოლა-შორენა ლოჩოშვილი, N15 საჯარო სკოლა-ნონა ჩხეიძე, იგორ კეკელია, წმინდა ნიკოლოზის სკოლა-თამუნა გვასალია, დარეჯან დარჯანია, შპს გიმნაზია-ნათია ჩაკვეტაძე, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვაო ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორები მანანა ფხაკაძე, ლალი ხარბედია, ვაჟა გოგაძე, თანამშრომლები ნარგიზა ბენდელიანი, ნათია დანელია.
ღონისძიებას აშუქებდა ტელეკომპანია „მე-9 ტალღა“
"Go Green 2018"
დღეს 5 ოქტომბერს, კამპანია „Go Green” (“გახდი მწვანე“) ფარგლებში APM-terminals Poti მასპინძლობდა N4 საჯარო სკოლის ეკოკლუბის მოსწავლეებს. გარემოზე ზრუნვა და ეკოლოგიური ცნობიერების ამღლება, უსაფრთხო გარემოს შექმნა და შრომითი სტანდარტების დაცვა APM-terminals Poti-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია.
გარემოს დაცვის სამსახურის მენეჯერმა ქალბატონმა ეკატერინე გოგოლაძემ ჩაატარა ტრენინგი თემაზე „ჰაერის დაბინძურება და ოზონის შრის რღვევა.“ მან ისაუბრა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროებზე. მოსწავლეებს გააცნო სტატისტიკური მონაცემები , თუ როგორია დაბინძურების წილი რეგიონებსა და სამრეწველო ქალაქებში. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციების მონაცემების მიხედვით ჰაერის დაბინძურება წარმოადგენს გარემოსთნ დაკავშირებულ ერთ-ერთ უმთავრეს რისკს ჯანმრთელობისათვის, რაც ექსპერტთა შეფასებით 6,5 მილიონი ადამიანის ნაადრევი სიკვდილის მიზეზი ხდება მსოფლიოს მასშტაბით.
მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია უსაფრთხოების უფროსის ბატონი თეიმურაზ კუხალეიშვილისა და ოპერაციების უფროსი ოფიცრის რექს განდლის ინფორმაციამ, ნავსადგურში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ. ბატონმა რექსმა მოსწავლეებს გააცნო ნავსადგურში ნაყარი ტვირთის გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიები. ასევე მოსწავლეებს მიეცა საშუალება ენახათ ფილმი, როგორ ხდება ნაყარი ტვირთის გადამუშავება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
გამოვხატავთ დიდ მადლიერებას APM-terminals Poti -ის ხელმძღვანელობის მიმართ საინტერესო და შემეცნებითი შეხვედრების ორგანიზებისათვის, მხარდაჭერისათვის.
დღეს 5 ოქტომბერს, კამპანია „Go Green” (“გახდი მწვანე“) ფარგლებში APM-terminals Poti მასპინძლობდა N4 საჯარო სკოლის ეკოკლუბის მოსწავლეებს. გარემოზე ზრუნვა და ეკოლოგიური ცნობიერების ამღლება, უსაფრთხო გარემოს შექმნა და შრომითი სტანდარტების დაცვა APM-terminals Poti-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია. "სამეცნიერო პიკნიკი 2018"
2018 წლის 29 სექტემბერს, ჩვენი სკოლის ნორჩ მკვლევართა კლუბი "ერუდიტი", ხელმძღვანელი მარინა მიმინოშვილი, მონაწილეობას იღებდა ილიაუნის VII სამეცნიერო პიკნიკში . ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით და აქტივობებით დაიგეგმა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პროექტის ფარგლებში „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“ და მოიცავდა მდგრადი განვითარების 17 მიზანს.

ეს იყო შემოქმედებითი და ხალისიანი დღე ჩვენი მოსწავლეებისათვის, რისთვისაც მადლობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. ვაკის პარკი სტუმრობდა ნიჭიერ და კრეატიულ ახალგაზრდებს... ბევრი სტუმარი ყავდა ჩვენს კარავს და კლუბის წევრებიც დიდი მონდომებით აცნობდნენ სხვადსხვა აქტივობებს.

"გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე ჩვენს პლანეტას"
"5 ივნისს მთელს მსოფლიოში აღინიშნება გარემოს დაცვის მსოფლიო დღე. ეს არის დღე, როდესაც ყველა ადამიანს უნდა შევახსენოთ სად ვცხოვრობთ, რატომ და როგორ უნდა ვიცხოვროთ ისე, რომ გარემოს არ მივაყენოთ ზიანი, რაც შეიძლება მეტად გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე ჩვენს პლანეტას. ამ თარიღთaნ დაკავშირებით ქ.ფოთის N4 საჯარო სკოლის ეკოკლუბის მოსწავლეებმა დაასუფთავეს მალთაყვის სანაპირო ზოლი.

პროექტი "სუფთა სანაპირო, სუფთა ზღვა"
11 მაისს 2018წ, ჩვენი სკოლის ეკოკლუბის თაოსნობით ჩატარდა გარემოსდაცვითი ღონისძიება, ევროკავშირის ქვეყნების თანამეგობრობისა და თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში. ხელმძღვანელი მარინა მიმინოშვილი. სხვადასხვა აქტივობებში ჩაერთო ყველა საფეხურის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები. დასუფთავდა ეზო, დაირგო მწვანე ნარგავები, მოსწავლეებმა თავისი განწყობა და გარემოსადმი დამოკიდებულება გამოხატეს იქვე შექმნილ ნახატებში. შემდგომ მოეწყო დასუფთვების აქცია კუნძულის უბნის სანაპირო ზოლზე. დღე იყო ხალისიანი...სკოლას ჰყავდა ბევრი სტუმარი. ღონისძიებას აშუქებდა ტელეკომპანია რუსთვი-2 და ადგილობრივი მაუწყებელი მე-9 ტალღა.
უღრმესი მადლობა პროექტის მხარდაჭერ კომპანია APM-Terminals Poti- ნავსადგურს.

Сегодня, 2 марта 2018 г, начался #GoogleHashCode все программисты во всем мире решали наисложнейшие задачи от компании Гугл. И мы решили принять участие
ნიკო კეცხოველის პრემის 2018 "აღმოაჩინე საქართველო"
18თებერვალს ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა ნიკო კეცხოველის ყოველწლიური პრემიის დასკვნითი ფინალური შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მე-4 საჯარო სკოლის ეკოკლუბი "ერუდიტის" მოსწავლეებმა. მათ მთელი წლის განმავლობაში არაერთი გარემოსდაცვითი, სათემო და საგანმანათლებლო ინიციატივა და პროექტი განახორციელეს.
ნიკო კეცხოველის ყოველწლიური პრემია 2014 წლიდან ხორციელდება CENN–ის მიერ, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და პარლამენტი.
წლევანდელი კონკურსის სლოგანია „აღმოაჩინე საქართველო“. კონკურსზე რეგისტრირებული 700–მდე სკოლის გუნდიდან ნახევაფნალში 128 სკოლა გავიდა.
კონფერენცია კოლხეთის ეროვნულ პარკში
დღეს, 2 თებერვალს 2018, კოლხეთის ეროვნული პარკში ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღე აღინიშნა. კოლხეთის უნიკალური ჭარბტენიანი ტერიტორიების თემატიკას მიეძღვნა ვიზიტორთა ცენტრში გამართული კონფერენცია.
კონფერენციის შემდეგ ფრინველთა საკვებური და ბუდეები ეროვნული პარკის ადმინისტრაციულ ეზოში განთავსდა.
ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის საერთაშორისო დღე ფინველების დაკვირვების ტურით დასრულდა. მოსწავლეები პალიასტომის ტბის ნაპირებიდან მოზამთრე ფრინველებს დააკვირდნენ და მათი აღრიცხვის მეთოდიკასაც გაეცნენ.
ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის დღისადმი მიძღვნილ აქტივობებში ჩვენი სკოლის ეკოკლუბის მოსწავლეები, "CENN"-ის წარმომადგენლები და სამეგრელოს რეგიონის სხვადასხვა ეკო კლუბების მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას.

პრაქტიკული აქტივობა
დღეს, 22 დეკემბერს, ჩვენი სკოლის ეკოკლუბ „ერუდიტის“ და „კოლხეთის ეროვნული პარკის ნორჩი ელჩების“ თანამშრომლობის ფარგლებში პრაქტიკული აქტივობა განხორციელდა. პრაქტიკული აქტივობის ფარგლებში მოხდა ფრინველთა საკვებურისა და ბუდეების განთავსება სკოლის ეზოში. მოსწავლეებს კოლხეთის ეროვნული პარკის თანამშრომლებმა მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ , თუ რა საფრთხეები შეიძლება დაემუქროს ფრინველებს ზამთრის პერიოდში, რა მნიშვნელობა აქვს საკვებურების განთავსებას და რა შეიძლება მათ გააკეთონ ფრინველების გადასარჩენად.
პროექტის ფარგლებში კოლხეთის ეროვნული პარკის ნორჩმა ელჩმა, ჩვენი სკოლის ეკოკლუბის წევრმა ია ხიზანიშვილმა პრეზენტაცია გააკეთა . მან ისაუბრა პროექტის მიმდინარეობისას ჩატარებული ეკო-აქტივობებზე და თანატოლებს გაუზიარა შთაბეჭდილებები. ასვე ეკოკლუბის წევრებმა ისაუბრეს მომავალი თანამშრომლობის გეგმებზე და დაგეგმეს ახალი აქტივობები.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო კოლხეთის ეროვნული პარკის მეგობართა ასოციაციის დირექტორმა ხათუნა ქაცარავამ, მშვიდობის კორპუსის მოხალისემ მირანდა ლამბერტმა, კოლხეთის ეროვნული პარკის მთვარმა სპეციალისტმა ქალბატონმა მანანა ჩიქოვანმა, სკოლის დირექციამ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათ კათედრის პედაგოგებმა. ღონისძიება გააშუქა სამაუწყებლო კომპანიამ „მე-9 ტალღა“

The event supported by the EMBLAS project was conducted in Poti, Georgia on 28 October 2017. The key local organizer was Poti school # 4.
The event included a number of the events.
First one was clean-up of the Black Sea beach from litter. The school children (more than 100 people) were split in three groups along the coast in Poti. As a result, more than 120 large waste bags were collected. The organizers asked children to pay attention to the dominant types of waste in support of the further discussion. See at the photos “collection” of one team.
Further there were presentations about the Black Sea for all participants in visitor center of Colkhida National Park. The event was opened by Tamar Bargatia, Head of National Environmental Agency, Director of Kolkhida national park A. Habeishvili, EMBLAS project and director of Poti school # 4 Giviko Homeriki.
Archil Guchmanidze presented the key new facts about the Black Sea collected in frame of the EMBLAS project. Dr. Eugen Dykyi presented the current situation with the dolphin’s population in the Black Sea. Olena Marushevska presented the issue of marine litter, great pacific garbage patch, top marine litter items and their adverse effect for the environment. It was a great pleasure to hear the presentations of pupils about their research work in the Black Sea.
Further there were presentations about the Black Sea for all participants in visitor center of Colkhida National Park. The event was opened by Tamar Bargatia, Head of National Environmental Agency, Director of Kolkhida national park A. Habeishvili, EMBLAS project and director of Poti school # 4 Giviko Homeriki.
Archil Guchmanidze presented the key new facts about the Black Sea collected in frame of the EMBLAS project. Dr. Eugen Dykyi presented the current situation with the dolphin’s population in the Black Sea. Olena Marushevska presented the issue of marine litter, great pacific garbage patch, top marine litter items and their adverse effect for the environment. It was a great pleasure to hear the A special value of the event was a cartoon about the marine litter developed by Ia Khizanishvili, 10 klass, Public School N4
. See belLater all participants were split into 6 groups to paint answers about the Black Sea biodiversity under the guidance of experienced trainers from Georgia, Russian Federation and Ukraine at large Black Sea map (1,5 m x 1 m). Children were excited to draw jelly fish, anchoes, main algae etc in teams. In the end such a great result was obtained. It was an honor to hear that Tamar All participants got the stickers, showing they became full members of the Black Sea Guardian Angel community and gifts. In the end all participants enjoyed the huge Black Sea cake and some presents from the projects. takes the map to put it in her office in Tbilisi.ow.presentations of pupils about their research work in the Black Sea.
In total more than 100 people took part in the event, uniting education, local authorities, environmental authorities, specialists of different Black Sea countries.
The project expresses a huge gratitude to Poti school # 4 and especially Marina Miminoshvili for all support provided to have this event done successfully and raise awareness about biodiversity and problems of the Black Sea as well as the our contribution to their solution.
30 სექტემბერს ჩვენი სკოლის ნორჩ მკვლევართა კლუბი "ერუდიტი", ხელმძღვანელი მარინა მიმინოშვილი, მონაწილეობას იღებდა სამეცნიერო პიკნიკში. ეს იყო შემოქმედებითი და ხალისიანი დღე ჩვენი მოსწავლეებისათვის, რისთვისაც მადლობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. ვაკის პარკი სტუმრობდა ნიჭიერ და კრეატიულ ახალგაზრდებს...ეს დღე იყო ნამდვილად მეცნიერების ზეიმი... ბევრი სტუმარი ყავდა ჩვენს კარავს და კლუბის წევრებიც დიდი მონდომებით აცნობდნენ სხვადსხვა აქტივობებს ...სასიამოვნო შეხვედრა გამოგვივიდა ქალბატონებთან ქიმიკოსს ლია თევზაძესთან და ფიზიკოს ლეილა ჩიჩუასთან. ასევე ჩვენთან სტუმრად ბრძანდებოდნენ უცხოელი სტუმრები, განათლების ექსპერტები.
მადლობა გუნდის თითოეულ წევრს მონდომებისა და საინტერესო პრეზენტაციებისათვის. ეს მოსწავლეებია: რომან კოზირევი(12კლასი), ლუკა კორძაია ( 12კლასი), ია ხიზანიშვილი(9კლასი) დიანა ყურუა(9კლასი), ანასტასია ნიკულენკო(9კლასი), ამირან ჭარაია(8კლასი), ანასტასია კუჭავა(8კლასი), ანანო ალანია(8კლასი), ანასტასია მინასოვა(8 კლასი), შოთა ქარჩავა (5კლასი).
ვუსურვოთ წარმატებები მათ....

ფოთის საზღვაო ნავსადგურმა Go Green-ის მსოფლიო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. კამპანიის ფარგლებში ,,ეი პი ემ ტერმინალს ფოთმა“ სხვადასხვა გარემოსდაცვითი აქტივობა განახორციელა.
პორტის თანამშრომლებმა ქალაქის მეოთხე საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებთან ერთად, ხელმძღვანელი მარინა მიმინოშვილი, ზღვის სანაპირო ზოლი დაასუფთავეს.
,,Go Green-ი მსოფლიო მასშტაბის კამპანიაა, რომელშიც ფოთის ნავსადგური უკვე მესამე წელია ერთვება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოსწავლე-ახალგაზრდებში ეკოცნობიერების ამაღლება, ადამიანების ჩართვა გარემოსდაცვით საკითხებში და ბიზნესის მხრიდან გარემოზე ზემოქმედების შემცირებაზე ზრუნვა“, -განაცხადა ფოთის საზღვაო ნავსადგურის კომუნიკაციებისა და კორპორაციულ-სოციალური პასუხისმგებლობის სამსახურის უფროსმა მარიკა ნადარაიამ.
მსოფლიო მასშტაბით ,,ეი პი ემ ტერმინალსის“ ბიზნეს ერთეულები გარემოსდაცვით კამპანიებში ერთი თვის განმავლობაში მონაწილეობდნენ. კამპანია მოიცავდა სანაპიროსა და ზღვის აუზის დასუფთავებას, ჩაღვრის პრევენციული და CO2-ის გამოყოფის შესამცირებელ პროგრამებს.
მსგავს აქტივობებს ფოთის საზღვაო ნავსადგური მომავალშიც გეგმავს.
http://www.interpressnews.ge/geo/regioni/456063-fothis-sazghvao-navsadgurma-go-green-is-msoflio-kampaniashi-miigho-monatsileoba.html?ar
GO GREEN კამპანიის ფარგლებში, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების მიზნით, მე-4 საჯარო სკოლის ეკოკლუბის მოსწავლეები, ხელმძღვანელი მარინა მიმინოშვილი, მონაწილეობდნენ APM-Terminals ფოთის ნავსადგურის მიერ ორგანიზებულ პრეზენტაციაში. პრეზენტაციას უძღვებოდა ქალბატონი გულიკო კეკელიძე. შეხვედრა წარიმართა კითხვა -პასუხის რეჟიმში. მოსწავლეების დიდი ინტერესი გამოიწვია განხილულმა პრობლემამ და მისი გადაჭრის ეფექტურმა გზებმა. გაეცნენ მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებისა და ექსპერტების დასკვნებს, რეკომენდაციებს.

Conference on Blue Economy in the Black Sea...Batumi. Georgia...
შავი ზღვის "ლურჯი ეკონომიკის" დაინტერესებულ მხარეთა მე-4 კონფერენცია
15 სექტემბერს ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“, შავი ზღვის საერთაშორისო რიგით მე - 4 კონფერენცია - „ლურჯი ეკონომიკა შავი ზღვის ქვეყნებში“ გაიმართა, სადაც საზღვაო ეკონომიკის ე.წ. „ლურჯი ეკონომიკის“ საკითხები, საზღვაო სექტორის განვითარების ინიციატივები, სამეცნიერო კვლევების შედეგები და შემდგომი სამოქმედო გეგმები განიხილეს. კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და უკრაინის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის „შავი ზღვის გარემოსა და მისი წყალშემკრები აუზის დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ - ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ, უკრაინელ კოლეგასთან ვასილ პოლუიკოსთან ერთად მოაწერა. მემორანდუმის თანახმად, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა შავი ზღვის დაცვის მიმართულებით გაძლიერდება.
სესია "შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესების გზები"-ყურადღება გამახვილდა საქარათველოსა და უკრაინას შორის შავი ზღვის დაცვის საკითხებზე ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების და გარემოს მონიტორინგის შესაძლებლობების განვითარებაზე ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის მოთხოვნების შესაბამისად. ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის "შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება" EMBLAS-II ფარგლებში 2016-2017 წლებში ჩატარებული შავი ზღვის ერთობლივი კვლევებისას გამოყენებული ახალი მეთოდები და დასკვნები. საზოგადოების ჩართულობა. სემინარს უძღვებოდნენ დოქტორი იაროსლავ სლობოდნიკი, EMBLAS-II პროექტის ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიქტორ კომორინი, ოლენა მარუშევსკა-საზოგადოებასთან ურთიერთობის ვექსპერტი. დიდი პატივი ერგო პრეზენტაციისათვის პროექტის ფარგლებში ჩატარებული კონკურსის "Blask Sea Save Book" გამარჯვებულს მე-7 კლასის მოსწავლეს კრისტინა ჭანტურიას, ხელძღვანელი მარინა მიმინოშვილი.
კონფერენცია დაიხურა საზეიმო მიღებით სასტუმრო "Hillton"-ში.

EMBLAS- შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება
3 სექტემბერს ბათუმის ნავსადგურში ღუზა ჩაუშვა სამეცნიერო-კვლევითმა გემმა“Mare Nigrum“, რომელზეც პროექტ „შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება(EMBLAS) ფარგლებში ევროკავშირის, უკრაინის და საქართველოს მეცნიერები, წამყვანი ექსპერტები შავი ზღვის ერთობლივ კვლევებს ახორციელებენ.
პირველი კვლევა 2016 წელს ჩატარდა, რომლის შედეგადაც 12 სამეცნიერო ფაქტი გამოვლინდა, რაც ასახულ იქნა ნაშრომში „12 ახალი ფაქტი შავი ზღვის შესახებ“.
შავი ზღვის კვლევების მეორე ეტაპი მოიცავდა შემდეგ ახალ საკითხებსა და მეთოდებს: დნმ-ის კვალით გამოვლენილი ზღვის ცოცხალი ორგანიზმების ჩამონათვალი;
შავი ზღვის ფსკერზე ბაქტერიების სახით დალექილი-დაშლილი ტოქსიური დამაბუნძურებლების გამოკვლევა;
შავი ზღვის დამაბინძურებელი ნივთიერების ნუსხის შემდგომი სრულყოფა.
პროექტში ჩართულები იყვნენ ქ.ფოთის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეები, ხელმძღვანელი მარინა მიმინოშვილი. მათ პროექტის ფარგლებში ჩაატარეს სხვადსხვა კვლევითი აქტივობები, რომელთა შესრულების მონიტორინგს ახორციელებდა პროექტის საინიციატივო ჯგუფი. თითოეულ შესრულებულ აქტივობას მონიტორინგის ჯგუფი ანიჭებდა კრედიტ-ქულებს. მოსწავლეებს კოორდინირებას უწევდა ქალბატონი ალიონა მორუშევსკა. გულმოდგინედ მუშაობდნენ ნორჩი მკვლევარები. მათ დაიმსახურეს მაღალი შეფასება და გახდნენ პროექტის გამარჯვებულები. ეს მოსწავლეებია კრისტინა ჭანტურია, მარიამ კაჭარავა, ინა ფილიპია, ანა შეწირული და მილენა წულაია.
ქ. ბათუმში საზეიმო ცერემონიალი გაიმართა, რომელზეც წარმატებულ მკვლევარებს და მათ ხელმძღვანელს გადაეცათ სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები. მოსწავლეებს მიეცათ საშუალება დაეთვალიერებინათ სამეცნიერო -კვლევითი გემი "Mare Nigrum", გაეცნენ კვლევის მეთოდებსა და საჭირო თანამედროვე ლაბორატორიულ მოწყობილობებს.
პროექტი შავი ზღვის მონიტორინგის გაძლიერება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
CENN ბულაჩაური "მწვანე ცენტრი"
ბულაჩაურის მწვანე ცენტრმა 2017 წლის გამორჩეულ მასწავლებლებს უმასპინძლა. ერთი კვირის განმავლობაში მათ ჩაუტარდათ სემინარები ეკოლოგიური პროექტების დაგეგმვისა და სათემო განვითარების შესახებ.
ბანაკის დახურვის დღე განსაკუთრებით სავსე იყო დადებითი ემოციებით.
პედაგოგებს სერტიფიკატები გარემოსდაცვით და სამოქალაქო განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადაეცათ.
ინიციატივა განხორციელდა პროექტის, ,,ტყის მდგრადი მართვა საქართველოში" ფარგლებში ,,ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის" (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.
These happy moments are captured during the closure ceremony of the teacher's trainigs, taking place in Bulachauri green center.
Key specialists held seminars on environemnetal project managemet and community development.
Trainees were certified for outstanding contribution in environmental and civic education.
Initiative was implemented in the scope of the ,,Sustainable Forest Governance in Georgia project" with financial support from Austrian Development Cooperation. Austrian Development Agency
პროექტი -" შავი ზღვის მონიტორინგის გაძლიერება"
პროექტის ფარგლებში 24 მაისს მოსწავლეთა ჯგუფი ბათუმიდან , ქობულეთიდან და ფოთის მე-4 საჯარო სკოლიდან ანაკლიას ესტუმრა, სადაც შეხვედრა მოეწყო მსოფლიო დონის მეცნიერებთან.
შავი ზღვის ეკოლოგიური მონიტორინგის გაძლიერების ფარგლებში, უცხოელმა სპეციალისტებმა ქართველ სპეციალისტებთან ერთად, ბიოლოგიური ფიზიკურ-ქიმიური კვლევები განახორციელეს. ასეთი მასშტაბის კვლევები თანამედროვე ტექნოლოგიებით შავ ზღვაზე დღემდე არ განხორციელებულა.
შეხვედრაზე მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შავ ზღვაში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე ისაუბრა და სამომავლო გეგმები განიხილა.
პროექტი შავი ზღვის მონიტორინგის გაძლიერება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
მოსწავლეები გაეცნენ საპრეზენტაციო მასალას და პროგრამას , რომელიც საშუალებას აძლევს თითოეულ მათგანს ითანამშრომლოს მეცნიერებთან არსებული ეკოლოგიური პრობლემების შესწავლის მიზნით. აქვე მოხდა პროგრამის ჩაწერა და პირველივე საცდელი დავალებების შესრულება. აქტიურ მოსწავლეებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები. სემინარზე ასევე მოსწავლეებმა დასვეს შეკითხვები, რომელზეც სიღრმისეული პასუხები გასცა ბატონმა ბორის ალექსანდროვმა. სემინარის შემდგომ მოსწავლეები კვლევის ჩასატარებლად გავიდნენ ზღვის სანაპირო ზოლზე და პირველი დავალებებიც შეასრულეს. მიიღეს პრაქტიკული რჩევები.
დღემ საინტერესოდ ჩაიარა. უღრმესი მადლობა ბატონ არჩილსა და ბატონ რამაზსს, საშუალება რომ მოგვეცა გაგვეცნო მეცნიერები, რომლებიც ზრუნავენ შავ ზღვაზე, ჩვენი პლანეტის მარგალიტზე.

"ჩვენ გვაქვს უფლება ვიცხოვროთ სუფთა გარემოში...."
დღეს 5 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ 1972 წლის 15 დეკემბერს გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას მიეძღვნა.
გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით "გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა"(UNEP) ყოველი წლის 5 ივნისს უძღვნის გარემოსდაცვით ერთ-ერთ პრობლემას. წლევანდელი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის თემაა ადამიანის კავშირი ბუნებასთან.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრა ყოველწლიურად სხვადასხვა აქტივობებით აღნიშნავს ამ დღეს, ყველა საფეხურის მოსწავლეების ჩართვით.
დღესაც ტრადიციისამებრ პედაგოგებმა თინათინ ცირამუამ, მარია ხორავამ, ლია ალანიამ, მარინა მიმინოშვილმა, კლასში ჩატარეს სემინარი. სპორტის კათედრის თოსნობით კი სკოლის ეზოს პერიმეტრზე მოეწყო კროსი. დაწყებითი საფეხურის მე-2 კლასის მოსწავლეები, პედაგოგი ნინო ბასილაია სტუმრობდნენ სკოლის ეზოში გაშენებულ ნიკო კეცხოველის სახელობის ბაღს და გაეცნენ ამ ბაღის ხე-მცენარეებს. დღემ ხალისიანად ჩაიარა...ღონისძიების ორგანიზატორი ეკოკლუბის ხელმძღვანელი მარინა მიმინოშვილი.

პროექტი " ვაცოცხლოთ, რომ ვიცოცხლოთ"
18-22 აპრილი, 2016 გაიხსნა დედამიწის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეული.
კვირეულის მიზანია მომავალ თაობებში მშობლიური ბუნებისადმი სიყვარულისა და პატივისცემის აღზრდა, მის დაცვაზე ზრუნვა. ერთის მხრივ მიეწოდოს მოზარდ თაობას მეტი ინფორმაცია უნიკალური ბუნების შესახებ, გარემოსდაცვით პრობლემებზე, მეორეს მხრივ გაეწიოს პოპულარიზაცია ეკოგანათლებას.
კვირეულის ფარგლებში მოეწყო ეკოშემეცნებითი საათი, ზეპირი ჟურნალი "დედამიწა ჩვენი სახლია-ვაცოცხლოთ, რომ ვიცოცხლოთ", კედლის გაზეთების გამოფენა, პრეზენტაცია, ჩატარდა მხიარული სტარტები, მოეწყო სკოლის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანების აქცია, კვირეული საზეიმოდ დაიხურა და ჰაერში აფრინდა სიმბოლურად 22 ფრანი...
პროექტი "დალიე წყალი ყოველდღე"
18-22 მარტს ჩავატარე საინფორმაციო-შემეცნებითი ღონისძიება, მიძღვნილი წყლის რესურსების მსოფლიო დღისადმი, რომელიც აღინიშნება გაეროს ეგიდით 1992წლიდან ყოველ 22 მარტს. მოსწავლეებმა ისაუბრეს წყლის თვისებებზე, მის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე. ჩაატარეს ცდები, ასევე დამსწრე საზოგადოებას მიაწოდეს საინტერესო რჩევები, რომლებსაც ექსპერტები გვთავაზობენ.
ღონისძიებას ესწრებოდნენე კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ხათუნა ქაცარავა, მეცნიერთანამშრომელი მანანა ჩიქოვანი, ვიზიტორთა მომსახურების უფროსი სპეციალისტი ნინო გუჯაბიძე.
„ფოტოსინთეზი2016“
22 დეკემბერს ქ.ფოთის მე-4 საჯარო სკოლაში კონკურსი „ფოტოსინთეზი2016“-ის ფარგლებში გაიხსნა მე-10 კლასის მოსწავლის ლანა ჯგუბურიასა და მე-12 კლასის
მოსწავლის გიზო სამურკასოვის ფოტო ნამუშევრების გამოფენა.
ინიციატივა ხორციელდება "ტყის მდგრადი მართვა საქართველოში, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის(ADC) ფინანსური მხარდაჭერით.
შეირჩა საუკეთესო ფოტოები და სკოლაში მოეწყო სტენდი. გამოფენაზე წარმოდგენილ იქნა კოლხეთის ეროვნულ პარკში ორდღიანი ფოტოტურის ამსახველი ფოტომასალები. პროექტის მნიშვნელობაზე და მოსწავლეთა ჩართულობაზე ეკოსაგანმანათლებლო აქტივობებში პრეზენტაცია გააკეთა გამოფენის ორგანიზატორმა ქალბატონმა მარინა მიმინოშვილმა. გამოფენას ესწრებოდნენ კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორი ბატონი ალექსანდრე ხაბეიშვილი, ქალბატონი ხათუნა ქაცარავა და ქალბატონი მანანა ჩიქოვანი. მხატვარი ედემ კოკაია, რუსული საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ოტჩიზნას“ ხელმძღვანელი ალექსეი მიასნიკოვი, სკოლის დირექტორი გივი ხომერიკი, დირექტორის მოადგილე ილონა გაბუნია, პედაგოგები და მოსწავლეები.
ჩემთვის ზეცაში აფრენილი ფრინველები თავისუფლებას განასახიერებენ... როცა ფრინველებზე ვფიქრობ საკუთარ სულზე ვფიქრობ, რომელიც უსასრულობის ცაში ფრენს... ასე აღწერს მის ერთერთ ნამუშევარს ლანა, რომელიც განსაკუთრებით მოსწონს.
კოლხეთის ეროვნული პარკის ნამდვილი მშვენებაა პალიასტომის ტბა, ულამაზესი მდინარე ფიჩორის ხეობა. ამ ტერიტორიაზე უამრავი ფრინველის ყოველწლიური მიგრაციის მარშრუტი გადის. და აბა რაღა უნდა ფოტომონადირეს? ვფიქრობ გამომივიდა დამეჭირა ყველა საინტერესო კადრი... ჩემთვის ყველა ფოტო განსაკუთრებულია... ემოციებს ვერ ფარავს გიზო.
მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული
მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, 13 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” გაიმართა ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელში გაწევრიანებული მოსწავლეების კონფერენცია. კონფერენციაზე მოსწავლეებმა წარადგინეს თავიანთ სკოლაში განხორციელებული პროექტები და მიმდინარე კვლევების შედეგები. კონფერენციაზე საინტერესო პრეზენტაცია გააკეთა მე-4 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ ვინარი არზიანმა, ხელმძღვანელი მარინა მიმინოშვილი.
პროექტი " ცერნის(CERN) მოძრავი გამოფენა"
მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეულის ფარგლებში ექსპოჯორჯიას მე-6 პავილიონში გამოფენილია ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის, ცერნის
(CERN) მოძრავი გამოფენა. გამოფენის სანახავად, საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლიდან მოდიან მოსწავლეები. დღეს, გამოფენას მოსწავლეებთან ერთად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე სტუმრობდა. გამოფენაზე მისულ დამთვალიერებელს ცერნის ჯადოსნურ სამყაროში მეგზურობას ქართველი ახალგაზრდა სტუდენტები უწევენ და ცნობისმოყვარე მოსწავლეებს ამომწურავად პასუხობენ მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე. გამოფენას ჩვენი სკოლის მოსწავლეებიც ესტუმრნენ. მეგზურობისათვის დიდი მადლობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტს თამრო კალაძეს.
პროექტი "დაიცავი და იქნები დაცული"
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ "გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი" UNDP-გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ახორციელებს პროექტს ოზონის შრის დაცვის თემატიკით. პროექტის ფარგლებში სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის სამსახურის უფროსმა ნატო სულთანიშვილმა, კოლხეთი ეროვნული პარკის მხარდაჭერით
საჯარო სკოლის მოსწავლეთათვის ჩაატარა სემინარი ოზონის შრის მნიშვნელობაზე. სემინარი გაიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ მოსწავლეები, ნაჩვენები იქნა ასევე ფილმი.დასასრულს ქალბატონმა ნატომ გამოაცხადა სლოგანების კონკურსი და მისი პირობები.
9 დეკემბერს კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის შენობაში, ოზონის შრის დაცვის თემატიკაზე სლოგანების კონკურსში მონაწილე ქ.ფოთის საჯარო სკოლების და ქობულეთის მოსწავლეებთან გაიმართა შეხვედრა.
სამახსოვრო საჩუქრები და სერტიფიკატები სლოგანების კონკურსში მონაწილე მოსწავლეებსა და გამარჯვებულებს ცენტრის განათლების პროექტების სამსახურის უფროსმა ნატა სულთანიშვილმა გადასცა. პროექტში აქტიური ჩართულობისათვის სერთიფიკატი გადაეცა ფიზიკის პედაგოგს მარინა მიმინოშვილს, კონკურსში მონაწილე მე-12 კლასის ეკოკლუბის მოსწავლეებს დიანა არზიანს, გიზო სამურკასოვს, დავით აფაქიძეს, მონიკა ჯებისაშვილს.
შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა გააჟღერეს საკონკურსო სლოგანები. დასასრულს ღონისძიების ორგანიზატორმა საზეიმო ტორტით უმასპინძლა კონკურსის მონაწილე მოსწავლეებსა და მოწვეულ სტუმრებს. მადლობა ქალბატონ ნატა სულთანიშვილს და კოლხეთის ეროვნული პარკის მეცნიერ თანამშრომლებს საინტერესო მიღებისათვის.

"საერთაშორისო სასკოლო პროექტების კონკურსი პედაგოგებისა და მოსწავლეებისათვის" გამარჯვებული პროექტი ენერგოდაზოგვის, ენერგოეფექტურობის ან განახლებადი ენერგიის
წყაროების შესახებ
III ადგილი მიენიჭა მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეებს
ლერი შამათავას და ვინარ არზიანი, 17 და 15 წლის, ქ. ფოთი
პროექტი: "ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენება"
პროექტის ხელმძღვანელი ფიზიკის მასწავლებელი მარინა მიმინოშვილი

"SPARE-GEORGIA" "საერთაშორისო სასკოლო პროექტების კონკურსი პედაგოგებისათვის და მოსწავლეებისათვის" გამარჯვებული მოსწავლეები ლერი შამათავა და ვინარი არზიანი,
დაჯილდოვდნენ საზაფხულო ეკობანაკის საგზურით და მიემგზავრებიან ცემში დასავენებლად.
მეცნიერების ზეიმი-ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2015
26 სექტემბერს, პირველად საქართველოში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ვაკის პარკში, ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენა და ილიაუნის მეოთხე სამეცნიერო პიკნიკი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ჩვენი სკოლის ეკოკლუბის მოხალისეებმა დავით აფაქიძემ, მონიკა ჯებისაშვილმა, დანიილ ნიკულენკომ, გიორგი გვასალიამ, ზაურ გვასალიამ, დავით ცომაიამ, ლანა ჯგუბურიამ, ნათია ძაძამიამ, ჯგუფის ხელმძღვანელი ფიზიკის მასწავლებელი მარინა მიმინოშვილი.
ეს იყო ერთ-ერთი ულამაზესი, საინტერესო, შემეცნებითი და სახალისო დღე, რისთვისაც დიდი მადლობა ილიას უნივერსიტეტს და პირადად თეკლე კაპანაძეს. უღრმესი მადლობა ყველა ექსპერიმეტისა და გამოგონების ავტორს, რამაც მართლაც საშუალება მოგვცა ჩავრთულიყავით მეცნიერების ზეიმში, გავცნობოდით მაღალი ინტელექტისა და პოტენციალის თანატოლებს..
პროექტი "ფოტოსინთეზი 2015" პრეზენტაცია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით , საქართველოს
მასშტაბით სკოლებში ხორციელდება პროექტი ,,ტყის მდგრადი მართვა საქართველოში’’. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ავსტრიის განვითარება თანამშრომლობისათვის (ADC) .
7 ოქტომბერს გაიმართა პროექტის "ფოტოსინთეზი 2016" პრეზენტაცია. პრეზენტაციას უძღვებოდა ფიზიკის მასწავლებელი მარინა მიმინოშვილი.
კავკასია ერთ-ერთია ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიერ განსაზღვრული მსოფლიოს 35 „პრიორიტეტული ადგილიდან“ და შედის მსოფლიოს ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულ 34 „ცხელ წერტილში“, რომელიც „საერთაშორისო კონსერვაციის“ მიერაა გამოყოფილი.
საქართველო, რომელიც სამხრეთ კავკასიაში მდებარეობს, ბიოლოგიური თვალსაზრისით, დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ რეგიონს წარმოადგენს.
ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვანი დასასვენებელი და გამოსაზამთრებელი ადგილებია მიგრირებადი სახეობებისათვის. ფრინველთა სამიგრაციო დერეფნების ორი ძირითადი „ტრასა“ სწორედ ჩვენს ტერიტორიებზე გადის.
კონკურსი მიმართულია ბრაკონიერობის წინააღმდეგ, რომელიც დიდი საფრთხეა როგორც ველური ბუნებისათვის, ასევე ქვეყნის განვითარებისა და მომავალი თაობების ჯანსაღი მსოფლმხედველობისათვის.
შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა, ისაუბრეს ფოტოსინთეზზე, მის როლზე, საქართველოს ფლორასა და ფაუნაზე. შემდგომ მოსწავლეები გადანაწილდნენ ჯგუფებში და წინასწარ მომზადებული ფლორის ნიმუშების გამოყენებით შექმნეს საინტერესო კომპოზიციები, ასევე უპასუხეს დასმულ შეკითხვებს წარმოდგენილი ხე-მცენარეების შესახებ, რაშიც მათ დაეხმარა კოლხეთის ეროვნული პარკის მეცნიერთანამშრომელი ქალბატონი მანანა ჩიქოვანი. ხალისით შეუერთდა მოსწავლეებს მშვიდობის კორპუსის წარმომადგენელი მისის რენდი.

პროექტი "მაღალეფექტიანი ტექნოლოგიების გამოყენება" ინტეგრირებული გაკვეთილი ფიზიკა-ინგლისური ენა თემა "ნივთიერების სიმკვრივე" ინტეგრირებული გაკვეთილი ფიზიკა-მუსიკა მე-9კლასი ინტეგრირებული გაკვეთილი სამოქალაქო განათლება-ინგლისური ენა
Black Sea Day 2017 in Georgia

Комментариев нет:
Отправить комментарий