четверг, 10 ноября 2016 г.

მასწავლებლის დღე...2016 წელი

4 ოქტომბერს, მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ფოთის საზოგადოება ესწრებოდა. საზეიმო ცერემონიაზე მოწვეული იყვნენ ქალაქის ღვაწლმოსილი პედაგოგები. საჯარო სკოლის პედაგოგებს პროფესიული დღე სცენიდან მიულოცეს საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურიამ და ქალაქის მერმა ირაკლი კაკულიამ. მათ წლის საუკეთესო მასწავლებლებს სიგელები და საჩუქრები გადასცეს. წარმატებული მასწავლებლები ფულადი პრემიითა და სიგელებით დააჯილდოვა „ნელი გეგეშიძის“ ფონდმა და „ეი პი ემ ტერმინალს“-მა. დაჯილდოვების ცერემონიალის შემდეგ, ცნობილმა მომღერალმა ლაშა ღლონტმა და „თბილისურმა კვარტეტმა“ აღნიშნული დღე მასწავლებლებს თავიანთი შემოქმედებით მიულოცეს.


Комментариев нет:

Отправить комментарий