კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში საერთაშორისო შეხვედრა "ახალი მიდგომა დაჭაობებული ტერიტორიების მდგრადი განვითარების თაობაზე" გაიმართა. შეხვედრას ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლები, არასამთავრებო ორგანიზაციისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ინგლისელმა, უკრაინელმა და მოლდაველმა ექსპერტებმა დამსწრე საზოგადოებას აღნიშნულ თემაზე თავიანთი ქვეყნების პრაქტიკა გაუზიარეს და გააკეთეს პრეზენტაციები შავი ზღვის რეგიონში ჭარბტენიან ტერიტორიებზე სათბური ეფექტის აირების მართვის, ჭაობების მდგრადი განვითარებისა და სათემო განახლებადი ენერგიის ხელშეწყობის შესახებ.





Комментариев нет:
Отправить комментарий