სსიპ ქალაქ ფოთის N4 საჯარო სკოლა სასწავლო წლის დასაწყისში ჩაერთო საქართველოს დაწყებითი განათლების, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ პროექტში ,,G-Pried”. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ინოვაციური, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების დანერგვას, დაწყებითი კლასების მოსწავლეთა უნარების გაუმჯობესებას კითხვასა და მათემატიკაში, მასწავლებლებისათვის სწავლების ახალი სტრატეგიების გაცნობის, ხარისხიანი საგანმანათლებლო რესურსების უზრუნველყოფისა და კითხვასა და მათემატიკაში საგნობრივი ექსპერტების კომპეტენციების გაზრდის გზით. მათემატიკის მიმართულებას ფასილიტაციას უწევს მარინა მიმინოშვილი.
19 თებერვალს ფოთის N4 საჯარო სკოლაში ჩატარდა მათემატიკის გაკვეთილები G-pried-ის სასკოლო ვიზიტის ფარგლებში პედაგოგებთან: ნინო ბასილაია, ქეთევან აფაქიძე, ბელა საბიაშვილი, თამარ მიგინეიშვილი (1-4 კლასები) და ვიდეოსესია მათემატიკის პედაგოგების სასწავლო ჯგუფთან, ფასილიტატორი მარინა მიმინოშვილი. პედაგოგების მუშაობას აკვირდებოდა ქალბატონი მაია შეროზია. დაკვირვებას ესწრებოდა სკოლის დირექტორი გივი ხომერიკი.




Комментариев нет:
Отправить комментарий