вторник, 26 апреля 2016 г.

პირველი ფორუმი

30 იანვარს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიაუნის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელი-ის პირველი ფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ჩვენი სკოლის ფიზიკის მასწავლებელმა მარინა მიმინოშვილმა. მას მიენიჭა ილიაუნის საპატიო ელჩის წოდება და გადაეცა მადლობის სიგელი, ასევე სკოლა დაჯილდოვდა მადლობის სიგელით ილიაუნთან აქტიური თანამშრომლობისათვის.
ღონისძიება მოიცავდა 2015 წლის აქტივობების შეჯამებას და კლუბების ქსელის სამომავლო გეგმების განხილვას. ფორუმის ფარგლებში, მასწავლებლებისთვის ჩატარდა საგრანტო პროექტების წერისა და ინოვაციურობის ტრენინგი. გარდა ამისა, მეწარმეობით, მათემატიკითა და ასტრონომიით დაინტერესებული პედაგოგები გაეცნენ ინფორმაციას, რაც მათ დაეხმარება ქსელში გაწევრიანებისთვის - 2016 წელს პროექტს დაემატება ინოვაციური კომპონენტი, მეწარმეობის, მათემატიკისა და ასტრონომიის კლუბები. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან შეთავაზებულ იქნა სხვადასხვა სახის პროექტი და ტრენინგი ილიაუნის მომავლის სამრეწველო ლაბორატორიასა და ილიაუნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში. აგრეთვე, ამ მიმართულებით ქსელში ჩართული საგნის მასწავლებლები გაივლიან ტრენინგებს მოზარდებში არაფორმალური განათლების წარმატებით დანერგვისათვის და დაეუფლებიან სწავლების უახლეს მეთოდებს.

Комментариев нет:

Отправить комментарий