ფოთი-ჩაქვი-მტირალას ეროვნული პარკი-ანასეული-ბახვი-ხიდისთავი-გუბაზეულის ხეობა...
დღე პირველი...
19 ივნისი....
დილის შვიდი საათია... შევიკრიბეთ სამეგრელოს მოედანზე ....კიდევ ერთხელ შევავლეთ თვალი ჩვენი ლაშქრობის გეგმას და გეზი ავიღეთ აჭარისაკენ...
ადრიანად ჩავედით ჩაქვში... ადმინისტრაციულ შენობასთან შემოგვეგება ლამაზი ქალბატონი, შეგვიძღვა ჰოლში და შეთანხმებისამებრ ბატონ ლევანთან საკონფერენციო დარბაზში შევიკრიბეთ.
ბატონმა ლევანმა წარმოგვიდგინა საინტერესო პრეზენტაცია მტირალას ეროვნულ პარკზე, გაგვაცნო წესები და მოთხოვნები, რომელიც უნდა გაგვეთვალისწინებინა პარკის ტერიტორიაზე გადაადგილებისას და თვითონვე გაგვიძღვა სალაშქრო უბანზე.
ადმინისტრაციული შენობიდან, რეინჯერებმა აგვიყვანეს ვიზიტორთა ცენტრამდე. ვიზიტორთა ცენტრში კიდევ ერთხელ გავეცანით მარშრუტის ინსტრუქციას და დაიწყო ულამაზესი წუთები ჩვენი მოგზაურობისა ველური ბუნების სამყაროში...
არჩეული ბილიკი საფეხმავლოა, მარშრუტი საშუალო სირთულის, რომლის სიგრძეა 3,5 კმ, ხანგრძლივობა დაახლოებით 2 საათი, მდინარე ჩაქვის მარცხენა სანაპიროთი შევუყევით გვიმრიან ქვეტყეს და შევედით შერეული ტიპის კოლხურ ტყეში. გზად ვიხილეთ იელი, შქერი, უამრავი ბუჩქნარი მცენარეები, ასევე კაკალი, მუხა ...ტყეში ფრინველები ნაკლებად შეგვხვდა , თუმცა გადაადგილებისას გვესმოდა შაშვისა და სკვინჩას სტვენა... გავიარეთ 2 კმ და ჭადრების ჩრდილში გამოჩნდა საპიკნიკე ადგილი...გავაგრძელეთ გზა შქერით, სუროებითა და გვიმრებით შემოსილ ტყეში, კოლხური ბზა დაზიანებულია გავრცელებული დაავადებით, რაც დასანანია, და 400 მეტრის გავლის შემდეგ მივუახლოვდით 12-18 მეტრის სიმაღლის ჩანჩქერს... ჩანჩქერის ახლოს მთის მდინარე მოედინება, რომელშიც, როგორც ბატონმა ლევანმა გვითხრა , მდინარის კალმახი ბინადრობს...
მტირალას ეროვნულ პარკში კოლხური ტყის მრავალი იშვიათი და რელიქტური მცენარეებია კოლხური ბზა, იელი, შქერი, წაბლი, წიფლნარები, რომელზეც მოგვითხრობს ბატონი ნიკო წიგნში თავისი მოგზაურობისას. ჩვენ ბატონ ლევანთან ერთად ვაზუსტებდით იმ სახეობებს , რომელიც აღწერილი იყო ნაწარმოებში. განსაკუთრებით დავინტერესდით შქერის ტყით.
გზად მიმავლები ყურადღებით ვაკვირდებოდით მდინარის მეორე სანაპიროზე მაღალ მთაზე შეფენილ აჭარულ სახლებსა და ნამოსახლარებს . აქ იყო ლაზური ტიპის სახლები, მოსახლეობა ძირითადად მეფუტკრეობით არის დაკავებული...გზად მიმავლებმა უამრავი ფუტკრის სკა ვნახეთ, გავესაუბრეთ სოფლის მოსახლეებს, თაფლის დაგემოვნებაც მოვისურვეთ, თუმცა ამ პერიოდისათვის ფუტკარი მხოლოდ კვებისათვის ყავდათ გადმოსხმული.
შევისვენეთ მდინარე ჩაქვის სანაპიროზე, გავხალისდით, აქვე ვისადილეთ და გამოვეშურეთ ვიზიტორთა ცენტრისაკენ.
15 საათია... გავემგზავრეთ ქობულეთში...
ქობულეთიდან გეზი ავიღეთ ანასეულისაკენ, ოზურგეთის რაიონი, გურიის რეგიონი...
ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტი ...
დღეს-საშუალო დონის ლაბორატორია. რაიონი, გურიის რეგიონი და საქართველო კარგავს ჩაის დარგის ერთადერთ სამეცნიერო ცენტრს, მაღალკვალიფიციური კადრების სკოლას, მაღალინტელექტუალურ პოტენციალს, დარგი რჩება სამეცნიერო ბაზის გარეშე.
ეზოში შემოგვეგება ქალბატონი იზო მამულაშვილი, რომელიც გვიწევდა მეგზურობას და დიდი სიამაყითა და სიყვარულით გვესაუბრებოდა ამ უძველესი და მნიშვნელოვანი ინსტიტუტის წარსულსა და აწმყოზე, დაგვათვალიერებინა უნიკალური ლაბორატორიები, სადაც დღესაც მნიშვნელოვან სამეცნიერო კვლევებს ატარებენ აკადემიკოს ვალერიან ცანავას ხელმძღვანელობით.
წარმოსადეგი აღნაგობის, დარბაისელი, თბილი, კეთილი გამოხედვის, თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული ბატონი ვალერიან ცანავა შემოგვხვდა თავის კაბინეტში.
ანასეულში 1930 წელს დაარსდა ჩაის მეურნეობის ინსტიტუტი, რომელიც მოგვიანებით ჩამოყალიბდა ჩაისა და სუბტროპიკული კულტურათა სრულიად საკავშირო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტად. 1938 წლიდან ინსტიტუტს დაეკისრა მუშაობა ციტრუსოვან და სხვა სუბტროპიკულ კულტურებზე. 1948 წლიდან ინსტიტუტმა დაიწყო ციტრუსოვანთა სელექცია. ინსტიტუტს ფილიალები ჰქონდა ჩაქვში, სოხუმში, ფოთსა და ზუგდიდში. 1953 წელს ინსტიტუტში არსებული ჩაის განყოფილების ბაზაზე ჩამოყალიბდა ჩაის მრეწველობის ინსტიტუტი, რომელსაც გააჩნდა საკუთარი ჩაის ფაბრიკა. 1958 წელს მისი მოსახლეობა აღემატებოდა 900 კომლს.
ანასეულში 1930 წელს დაარსდა ჩაის მეურნეობის ინსტიტუტი, რომელიც მოგვიანებით ჩამოყალიბდა ჩაისა და სუბტროპიკული კულტურათა სრულიად საკავშირო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტად. 1938 წლიდან ინსტიტუტს დაეკისრა მუშაობა ციტრუსოვან და სხვა სუბტროპიკულ კულტურებზე. 1948 წლიდან ინსტიტუტმა დაიწყო ციტრუსოვანთა სელექცია. ინსტიტუტს ფილიალები ჰქონდა ჩაქვში, სოხუმში, ფოთსა და ზუგდიდში. 1953 წელს ინსტიტუტში არსებული ჩაის განყოფილების ბაზაზე ჩამოყალიბდა ჩაის მრეწველობის ინსტიტუტი, რომელსაც გააჩნდა საკუთარი ჩაის ფაბრიკა. 1958 წელს მისი მოსახლეობა აღემატებოდა 900 კომლს.
სამწუხაროდ დღევანდელი ინფრასტრუქტურა, რაც ჩვენ ვიხილეთ არ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს და არა მხოლოდ მოთხოვნებს, შეურაცმყოფელია ასეთი დიდი სახელის მქონე მეცნიერებისათვის, რომლებიც დღესაც უდიდეს შრომას და ენერგიას არ იშურებენ , რათა ააღორძინონ ჩაისა და სუბტროპიკული მცენარეების უნიკალური კვლევითი ცენტრები.
ბატონი ვალერიანის კაბინეტის კედლებს ამშვენებს იმ პერიოდში ცნობილი ფოტოგრაფის, ერქომაიშვილის მიერ გადაღებული სამეცნიერო ფოტოგრაფიის შავ-თეთრი სურათები, რომელიც თურმე ბატონ ნიკო კეცხოველთან ერთად მოგზაურობდა საქართველოს სხვადსხვა კუთხეში, მხოლოდ ბოლომდე არ გაყოლია მას.
როგორც ბატონმა ვალერიანმა გვითხრა ანასეულის კვლევით ინსტიტუტში გამოყვანილ იქნა 16 ქართული ჯიშის ჩაი. ჩაის წარმოების მხრივ საქართველო ყოფილა პირველ ხუთეულში. დღეს სამწუხაროდ დახურულია ჩაის ფაბრიკები, ძირითადად ჩაი კერძო მოსახლეობას მოყავს , ხოლო მეზობელი თურქეთი ჩაის წარმოებით მსოფლიო ხუთეულშია, მათ პლანტაციებში კი ქსენია ბახტაძის გამოყვანილი ჩაის ნამუშევრებია. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ჩაის ბუჩქები აჩერებენ ნიადაგის ეროზიას, რომელიც გახშირდა მას მერე რაც ჩაის ბუჩქების ამოძირკვა და სხვა მცენარეებით ჩანაცვლება მოხდა.
დღეს ანასეულის ლაბორატორიებში გრძელდება სხვადსხვა კვლევები, ძირითადად მუშაობენ მინერალური სასუქების- ცეოტორფის მიღებაზე. ეს არის ბუნებრივი მინერალური და აგრომადნებიდან მიღებული სასუქი. ასევე ქალბატონმა იზომ გაგვასინჯა დაბალკალორიული მცენარის სტევიორიტის სხვადსხვა ფორმულით გამოყვანილი ნაყენი, რომელიც სასარგებლოა დიაბეტით დაავადებულთათვის, შაქრის რაოდენობას სისხლში არ წევს. გაგვაცნო აზოტის განსაზღვრის კელდალის მეთოდი. ჩემი სურვილია ყველა მოსწავლე და სტუდენტი, ვინც დაინტერესებულია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით, კერძოდ ბიოლოგიითა და ქიმიით, ესტუმროს ამ ლაბორატორიას და საოცრად დიდი მეცნიერული ცოდნით აღიჭურვება.
18 საათია... დავემშვიდობეთ ბატონ ვალერიანს, რომელმაც სამახსოვროდ თავის ნაშრომი გადმოგვცა, საკუთარი ავტოგრაფით. ქალბატონი იზო გამოგვყვა ინსტიტუტის ჭიშკრამდე და კეთლი ადამიანის ბატონი შალვა გოგუაძის ავტომობილით გამოვემგზავრეთ სოფელ ბახვში ...
ულამაზესი ოზურგეთის რაიონი... კეთილმოწყობილი, მწვანეში ჩაფლული გზატკეცილი მიიკლაკნება მაღლა... სახეზე გრილი ნიავი გვეფერება... ღიღინ -ღიღინით მივიწევთ წინ...
საინტერესო შეხვედრა მოგვიწყო სკოლის დირექტორმა ქალბატონმა მზია ვაშალომიძემ, მასთან ერთად მე-9 კლასის მოსწავლეებმა. გაგვაცნო სკოლის დაარსების ისტორია, მისი დღევანდელი სახე და წარმატებები.
გავშალეთ კარავი და სკოლის ეზოში დავბანაკდით. მოსწავლეებმა , ჩვეული სტუმარ-მასპინძლობით, ეზოში მაგიდა გამოიტანეს , ტკბილეულითა და ხილით გაგვიმასპინძლდნენ... საღამოს ეზოში დიდი კოცონი დაინთო ... ეს იყო თანატოლების აზრთა გაზიარების, მეგობრობის და თანამშრომლობის ულამაზესი დღე....უღრმესი მადლობა ქალბატონ მზიას, მის პედაგოგიურ კოლექტივს, მშობლებს, სოფელ ბახვის რწმუნებულს ბატონ გოჩა შარაშენიძეს და ყველა იმ ახალგაზრდას ვინც ჩვენთან ერთად იხალისა....
გავშალეთ კარავი და სკოლის ეზოში დავბანაკდით. მოსწავლეებმა , ჩვეული სტუმარ-მასპინძლობით, ეზოში მაგიდა გამოიტანეს , ტკბილეულითა და ხილით გაგვიმასპინძლდნენ... საღამოს ეზოში დიდი კოცონი დაინთო ... ეს იყო თანატოლების აზრთა გაზიარების, მეგობრობის და თანამშრომლობის ულამაზესი დღე....უღრმესი მადლობა ქალბატონ მზიას, მის პედაგოგიურ კოლექტივს, მშობლებს, სოფელ ბახვის რწმუნებულს ბატონ გოჩა შარაშენიძეს და ყველა იმ ახალგაზრდას ვინც ჩვენთან ერთად იხალისა....
20 ივნისი... დილის 8 საათი ... გეზი ავიღეთ ჩოხატაურისაკენ...
გამოჩნდა ხიდისთავი...გადავწყვიტეთ აქ შევჩერებულიყავით...გავემართეთ ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმისაკენ... ულამაზესი ბუნება გადაიშალა ჩვენს თვალწინ...აი გამოჩნდა გუბაზეულის ხეობა...
დავესესხები ბატონ ნოდარს „მამულზე და ბუნებაზე შეყვარებული, გონიერი, გათვითცნობიერებული და მაღალი ზნეობის რამდენი ბავშვიც გაიზრდება საქართველოში, ყველა ნიკო კეცხოველის წიგნების რეცენზიად უნდა ჩაითვალოს“...
დიახ, ჩემი მოსწავლეები დიდი ნებისყოფითა და მოთმინებით სწავლობდნენ ბატონი ნიკოს გავლილ გზას და მიუხედავად არაერთი სირთულისა, ხალისით ეცნობოდნენ საქართველოს ულამაზეს კუთხეებს, აჭარასა და გურიას, მათ წარსულსა და აწმყოს... დასანანია ასეთი ლამაზი სოფლები დაცლილია და მხოლოდ ზაფხულობით დამსვენებლების ჟრიამული თუ ახალისებს აქაურობას...
ავიარეთ აღმართი და ჭიშკართან შემოგვეგება მურადა...
მუზეუმი დგას ნოდარ დუმბაძის ბებიისა და ბაბუის სახლის პირდაპირ, იმ ადგილას, რომელიც დუმბაძეს განსაკუთრებით უყვარდა და სადაც მას სახლის აშენება სურდა
მუზეუმის თანამშრომელმა ბატონმა ვაჟა დუმბაძემ აღნიშნა: ნოდარის ოცნება იყო აეშენებინა სახლი , თუმცა ის ასეთს არ ააშენებდა, არქიტექტურა არა ნოდარისეულია, იმდენად თავმდაბალი ადამიანი იყოო.
მუზეუმში ძირითადად დაცულია ნოდარ დუმბაძის (1928-1984 წწ.) ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებული მასალა: ხელნაწერები, მემორიალური
გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები და დავემშვიდობეთ მუზეუმის თანამშრომლებს...
დავეშვით გუბაზეულის ხეობისაკენ... ავუყევით მდინარეს ....
გუბაზეული მდინარე სუფსის შენაკადია. მისი სიგრძეა 47კმ. საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, ხოლო წყალმცირობა ზამთარში. გუბაზეულის ხეობა მდიდარია მინერალური წყლებით... თუმცა ხიდისთავის მოსახლეობას შორი მანძილიდან უხდება წყლის ჩამოტანა...ჩვენც გამოგველია მარაგი და მდინარის წყალი გამოვიყენეთ სასმელად.
დავბანაკდით ... გავაბით ჰამაკი... ბიჭებმა მოამზადეს ანკესები. როგორც გამოცდილმა მეთევზემ, სერგომ, გვითხრა, უნდა შეგვერჩია ადგილი , სადაც მდინარე მდორედ მოედინება. ავუყევით ნაპირს, გავიარეთ თითქმის 2კმ, დავაგეთ ანკესები, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ ვერ შევძელით თევზის დაჭერა, აზარტში შესული ბიჭები, მდინარეს ვერ გამოვსტაცე. შემდეგ ბეჩოებში ხელითაც სცადეს თევზის ამოყვანა, მაგრამ ამაოდ. ამინდი იყო მზიანი, ნაშუადღევს მდინარის წყალი შეთბა, გოგონებმა კარგად იხალისეს, გაირუჯნენ კიდეც. საღამოს 5 საათისათვის გადავწყვიტეთ დაგვესრულებინა ჩვენი მოგზაურობა და დავბრუნებულიყავით სახლში...
ასე ხალისიანად და საინტერესოდ ჩაიარა ჩვენმიერ დაგეგმილმა ლაშქრობის ორმა დღემ...








Комментариев нет:
Отправить комментарий