ქალბატონო
მარინა,
ქალაქ
ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრი დიდ მადლობას გიხდით იმ ინიციატივისა და აქტიური
ჩართულობისათვის, რამაც განაპირობა ჩვენ ქალაქში მასწავლებელთა პირველი საქალაქო კონფერენციის
ჩატარება.
თქვენი
პროფესიული გამოცდილება, სიახლეებისაკენ მუდმივი სწრაფვა, საკუთარი პროფესიის, საქმიანობის
რესურსებისა და შესაძლებლობების პრეზენტაციამ დიდი სამსახური გაუწია კონფერენციაზე
დამსწრე თითოეულ პედაგოგს, გამოცდილების გაზიარების კუთხით.
თქვენი
ძალისხმევით მოწყობილი ეს კონფერენცია ნათელი მაგალითი იყო კოლეგებთან თანამშრომლობის,
მენტორობისა და საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკის გაზიარებისა.
იმედი
მაქვს ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც ასეთივე წარმატებული იქნება.
პატივისცემით,
გოჩა
ქორქია
ქალაქ
ფოთის საგანმანათლებლო
რესურსცენტრის
უფროსი
Комментариев нет:
Отправить комментарий