შავი ზღვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა....


31 ოქტომბერს, 2019 წ. ქ. ფოთის სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურის საკონფერენციო დარბაზში ივ.ჯავახიშვილის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით , ევროკომისიის და გაეროს განვითარების პროგრამის (EC/UNDP) მიერ დაფინანსებული პროექტის „EMBLAS Plus”-ის ფარგლებში ჩატარდა შავი ზღვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი უორქშოპი, რომელიც მიეძღვნა შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის აქტუალურ საკითხებს. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ქალაქის და ჰიდროგრაფიული სამსახურის ხელმძღვანელობამ, სამეცნიერო წრეების, საჯარო სკოლების პედაგოგებმა, მოსწავლეებმა და სტუდენტებმა. წარმოდგენილი პრეზენტაციები შეეხო, როგორც შავი ზღვის გარემოს დაცვაში არსებული გამოწვევებს და აქტივობებს, ასევე, აღნიშნული პროექტის მიზნებს, ამოცანებს და დაგეგმილ საქმიანობას.
"ლაშქრობა მთიან სამეგრელოში"
ეკოკლუბი „ერუდიტის“ წევრებმა თავისუფალი გაკვეთილების
ფარგლებში დავგეგმეთ ტურისტული მარშრუტი სამეგრელოში, ჩხოროწყუს რაიონში. მარშრუტი
დავიწყეთ 18 ნოემბერს ქალაქ ფოთის საკათედრო ტაძრიდან დილის 8 საათზე და გეზი ავიღეთ
ჩხოროწყუსაკენ. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეთან შევხვდით სატყეო სამსახურის თანამშრომელს
ბატონ თემურ ჩიქოვანს, არაჩვეულებრივ მოამბეს
და უზომოდ სამშობლოზე და განსაკუთრებით თავის მშობლიურ კუთხეზე შეყვარებულ პიროვნებას.
და დაიწყო ჩვენი
საინტერესო დღეც. ბატონი თემურის რჩევით გეზი ავიღეთ სოფელ მუხურისაკენ, სოფლის ცენტრში გადავიარეთ
მდინარე ხობისწყალზე თამარის ხიდი და დავეშვით ულამაზეს ხეობაში. შემდგომ სამანქანო
გრუნტის გზით გავიარეთ საცალფეხო ხიდამდე, გადავედით მდინარის გაღმა მხარეს პირველ
საბანაკე ადგილამდე. აღნიშნული მონაკვეთზე გადაიშალა ლამაზი ლანდშაფტი, საიდანაც იწყება შურუბუმუს მღვიმე.
მღვიმის შესასვლელთან ვიხილეთ ათასწლოვანი ბზის კორომები ხასხასა მწვანე ხავსის საფარი.
შურუბუმუ ეს არის სპელეოლოგიური სამოთხე, მიწისქვეშა ტბებისა და მდინარეების სისტემა.
აი რა გვიამბო ბატონმა თემურმა- 2004 წელს მიგარიის
მასივში, საერთაშორისო სპელეოლოგიური ექსპედიციის მონაწილე ფრანგმა და ქართველმა სწავლულებმა
გადაწყვიტეს შეეღებათ უფსკრულ "ხავერდოვანაში” მიმავალი პატარა მდინარე. მოლოდინმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა, შეღებილი წყალი შეღებვიდან მეოთხე დღეს "შურუბუმუს” გამოქვაბულის
იმ ადგილას გამოვიდა, რომელსაც ოდითგანვე "დეიძახი”, ანუ
დევის ძახილი ერქვა. ამით, ფაქტობრივად, დამტკიცდა
მიგარიის მასივზე მდებარე უფსკრულ "ხავერდოვანას” უშუალო კავშირი "შურუბუმუს” გამოქვაბულთან. ასევე
უტყუარი შეიქმნა დიდი მიწისქვეშა ტბების არსებობა, რომელთა განმუხტვის წერტილი "შურუბუმუს” მიწისქვეშა მდინარეა, მიგარიის მთაზე მცირე წვიმაც კი ამ მდინარის
არნახულ ადიდებას იწვევს, რომელსაც წინ უსწრებს შიდა
სივრცეებიდან გამოვარდნილი ჰაერის შემზარავი ზუზუნი, ეს მაუწყებელია იმისა,
რომ უმჯობესია გაეცალო იქაურობას, ვიდრე საკუთარ თავზე გამოსცადო თავაწყვეტილი ჩანჩქერის "ამო ალერსი” . ეს
ავდრისას. აქ დავასრულეთ
მარშრუტის ეს მონაკვეთი და გეზი ავიღეთ ლუგელას ხეობისაკენ.
ლუგელას ხეობა
საკურორტო ზონაა, სადაც ერთმანეთს ერწყმის სამეგრელოს მთიანეთი, სამკურნალო წყლები,
იდუმალი გამოქვაბულები და ველური ტყე. ლუგელას წყალი წარმოადგენს 10%-იან კალციუმის
ქლორს. წამყვანი ელემენტებია: კალციუმის კათიონი
და ქლორის ანიონი.
ლუგელას ხეობიდან გეზი ავიღეთ სოფელ თაიასაკენ, სადაც გველოდებოდნენ თაიას საჯარო
სკოლის ეკოკლუბის „მომავლის თაობა“ წევრები
და მათი ხელმძღვანელი ქალბატონი ანჟელა ხუბულია.
სკოლის ეზოში შევისვენეთ და შემდგომ შევუდექით გრუნტის გზის აღმართს ოცინდალეს მონასტრისაკენ.
ოცინდალეს წმინდა გიორგის ეკლესია დგას სამეგრელოს ქედის
სამხრეთ კალთაზე სოფელ ოცინდალეში. იგი აგებულია მაღალ ადგილას და საკმაოდ დაშორებული
სოფლებიდან მოჩანს. ოცინდალეს წმინდა გიორგის ეკლესია წარმოადგენს დარბაზულ ტიპის ერთნავიან
ნაგებობას, რომელსაც ვაზის კარები ჰქონია. ზომები ასეთია: სიმაღლე-9 მ, სიგრძე-10 მ, სიგანე-5მ.
ეკლესიას ეტყობა შემდეგი მინაშენების კვალი . იგი მოპირკეთებულია ტუფის ქვით. ოცინდალეს
წმინდა გიორგის ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს დასავლეთით, სამხრეთის და ჩრდილოეთის
მხრიდან . ეკლესია
XI საუკუნეშია აგებული ამ დროით თარიღდება ტაძრის ვაზისაგან დამზადებული მოხარატებული კარი, რომელიც ამჟამად საქართველოს მუზეუმშია დაცული. XIX საუკუნეში გამოქვეყნებული მასალის მიხედვით აქ ტაძარი თამარ მეფეს განუახლებია. ოცინდალეს ეკლესია საუკუნეების განმავლობაში უმიშვნელოვანესი სარწმუნოებრივი ცენტრი იყო. აქ გიორგობას სამეგრელოს ყველა კუთხიდან მოსახლეობა იკრიბებოდა. ოცინდალეს ეკლესიაში ”გიორგობას”, დღესაც აღნიშნავენ. დღესასწაულთან
დაკავშირებით ეწყობა ”ჯარალუა”(თავშეყრა), იმართება ჯირითი, ცეკვა-თამაში და სხვა სპორტული
თამაშობანი.
საინტერესოა ოცინდალეს ხატის ისტორია, რომელიც ნაფიჩხოველი
ფიჩხაიების მიერ შეწირული სახსრებით დაუმზადებია ოქრომჭედელ პეპი მეუნარგიას 1850 წელს.
ამჟამად ხატი დაცულია ზუგდიდის ეთნოგრაფიულ მუზეუმში. 1886 წელს ოცინდალელმა ბერმა სამსონ
თოდუამ წერილი
გამოაქვეყნა ჟურნალ
"მწყემსში" - "ოცინდალის საიდუმლო",
სადაც აღნიშნავს,
რომ დიდი
თურქობის დროს
სამეგრელოს მონასტრების ყველა სიწმინდე
შენახული იყო
ოცინდალეს მონასტერში. თუ სად
წაიღეს შემდეგ,
უცნობია. ამავე
მონასტრის ეზოში
არის უძველესი
ნაქალაქარი.
2012
წელს
ოცინდალეს
ეკლესიაში,
სენაკიას
და
ჩხოროწყუს
მიტროპოლიტის შიოს კურთხევით, დაფუძვნდა მამათა მონასტერი. ამჟამად მიმდინარეობს ტაძრის რესტავრაცია და კელიების მშენებლობა.
მარშრუტი საშუალო სირთულის გამოდგა, მოვილოცეთ ტაძარი, შემდგომ შევისვენეთ ტაძრის ეზოში.
გავესაუბრეთ ახალგაზრდებს, რომლებიც ტაძრის სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდნენ. გაიმართ
დისკუსია ფოთელ და თაიას სკოლის ეკოკლუბელ მოსწავლეებს შორის სამეგრელოზე, თვით თაიაზე,
ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საკითხებზე.
ეს იყო ძალიან
საინტერესო, ემოციურად დატვირთული და მადლიანი დღე.





Комментариев нет:
Отправить комментарий